შევადაროთ ერთნაირ მნიშვნელიანი და ერთნაირ მრიცხველიანი წილადები ერთმანეთს:
- ერთნაირ მნიშვნელიანი წილადებიდან მეტია ის წილადი, რომლის მრიცხველიც მეტია.
- ერთნაი მრიცხველიანი წილადებიდან მეტია ის წილადი, რომლის მნიშვნელიც ნაკლებია.
შევადაროთ სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადები ერთმანეთს: 
- გავაერთმნიშვნელიანოთ:

- მრიცხველები გავხადოთ ტოლი:

- ერთმანეთს გამოვაკლოთ და თუ დადებითი მივიღეთ საკლებია მეტი, თუ უარყოფითი - მაკლები:

- გავყოთ ერთმანეთზე, თუ 1 - ზე ნაკლები მივიღეთ პასუხი მაშინ გასაყოფი ნაკლებია, თუ არაწესიერი წილადი - მაშინ მეტია:

- ჯვარედინად გავამრავლოთ პროპორციის თვისებით, რომელ მხარესაც მეტი იქნება და რომლის მრიცხველია მოთავსებული ის წილადია მეტი:

- ათწილადად გადავაქციოთ და შევადაროთ:

- შევადაროთ თვითოეული წილადი ნახევარს და თუ ერთი რომელიმე წილადი ნახევარზე მეტია და მეორე ნახევარზე ნაკლებია, მაშინ მეტია ის წილადი, რომელიც ნახევარზე მეტია:

- გამოვაკლოთ 1 - ს თითოეული წილადი ცალ-ცალკე და სადაც ნაკლებ წილადს მივიღებთ ის მეტია მეორეზე:

შენიშვნა: მათემატიკური ცნებები ძირითადად წარმოდგენილია ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან - ავტორები: ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი.
განმარტება: პროფესორ ს. თოფურიას რედაქციით მეხუთე გადამუშავებული გამოცემა.
