განსაზღვრება - ნამდვილი რიცხვის მოდული ანუ აბსოლიტური სიდიდე ეწოდება თვით ამ რიცხვს, თუ ეს რიცხვი არაუარყოფითია და ეწოდება მის მოპირდაპირე რიცხვს თუ ეს რიცხვი უარყოფითია.

რიცხვის მოდილი აღინიშნება ასე - |a|.

ამრიგად:

ცხადია, რომ |-a| იგივეა, რაც |a|. მოდულს აქვს შემდეგი გეომეტრიული შინაარსი: |a| გამოსახავს მანძილს რიცხვით ღერძზე a რიცხვიდან სათავემდე.

მანძილი რიცხვით ღერძზე a და b რიცხვებს შორის უდრის |a - b|.

მოდულს აქვს შემდეგი ძირითადი თვისებები:

  1. |ab| = |a||b|
  2. |a/b| = |a|/|b|
  3. |a + b| ≤ |a| + |b|
  4. |a - b| ≥ |a| - |b|



შენიშვნა: მათემატიკური ცნებები ძირითადად წარმოდგენილია ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან - ავტორები: ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი.

განმარტება: პროფესორ ს. თოფურიას რედაქციით მეხუთე გადამუშავებული გამოცემა.