რიცხვის დამრგვალებისას რომელიმე თანრიგამდე მისი მომდევნო ყველა ციფრი ნულით იცვლება, თუ ამ თანრიგის მომდევნო ციფრია 5, 6, 7, 8 ან 9, მაშინ ბოლო დარჩენილ ციფრს ერთი ემატება, თუ ამ თანრიგის მომდევნო ციფრია 0, 1, 2, 3 ან 4, მაშინ ბოლო დარჩენილი ციფრი იგივე რჩება.
შენიშვნა: მათემატიკური ცნებები ძირითადად წარმოდგენილია ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან - ავტორები: ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი.
განმარტება: პროფესორ ს. თოფურიას რედაქციით მეხუთე გადამუშავებული გამოცემა.
