ნატურალური რიცხვების გამრავლება 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე და ...
ნატურალური რიცხვი რომ გავამრავლოთ 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე და ..., საჭიროა ამ რიცხვს მარჯვნიდან მივუწეროთ იმდენი ნული, რამდენი ნულიცაა იმ თანრიგის ერთეულში, რომელზეც ვამრავლებთ.
ნატურალური რიცხვების გაყოფა 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე და ...
ნატურალური რიცხვი რომ გავყოთ 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე და ..., საჭიროა გასაყოფს ბოლოში ჩამოვაშოროთ იმდენი ნული, რამდენი ნულიცაა გამყოფში.
შენიშვნა: მათემატიკური ცნებები ძირითადად წარმოდგენილია ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან - ავტორები: ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი.
განმარტება: პროფესორ ს. თოფურიას რედაქციით მეხუთე გადამუშავებული გამოცემა.
